ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ საეჭვო სიმპტომების დროს ჯანდაცვის სამინისტროს "ცხელ ხაზზე" დარეკონ
20/03/2020 09:34:12 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ საეჭვო სიმპტომების დროს ჯანდაცვის სამინისტროს "ცხელ ხაზზე" დარეკონ
"მინდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ და ასევე, მოგიწოდოთ ყველას, თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში გამოიყენოთ ჩვენი ცხელი ხაზი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის, მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის თუ არა ეს კავშირი საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება ამა თუ იმ საავდმყოფოში და რა მეთოდები არის საჭირო, რათა თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ასევე იყოს დაცული იმ პერსონალის ჯანმრთელობა, რომელიც ყოველდღიურად, 24 საათის რეჟიმში ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.


