"3 ახალი ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებმაც აშშ–ში იმოგზაურეს"
20/03/2020 09:06:26 საზოგადოება
3 ახალი შემთხვევა არის არა ევროპული ეტიოლოგიის, ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ახალი კლასტერი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში არის იდენტიფიცირებული და შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.


