Accentnews.ge
"მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც"

"მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც"

20/03/2020 08:52:19 საზოგადოება

"მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც", - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამი შემთხვევა, რომელიც არის ერთი ოჯახური კლასტერი ისევ, მოთავსებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში. მათ ჯანმრთელობას იკვლევენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, მაგრამ აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც, რადგან, როგორც უკვე გვაჩვენა პრაქტიკამ, ძალიან ბევრი, ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად. ოჯახი კი არის იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან არ არიან ხოლმე იზოლაციაში, ამიტომ ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახში, დაიცავით ერთმანეთისგან იზოლაციის წესები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული წესები განთავსებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე და განმარტებულია, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ასეთ შემთხვევაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S