Accentnews.ge
"ჩინეთმა საჩუქრად გადმოგვცა 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება"

"ჩინეთმა საჩუქრად გადმოგვცა 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება"

20/03/2020 08:48:27 საზოგადოება

"ჩინეთმა საჩუქრად გადმოგვცა 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი, კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ველოდებით დამატებით 200 ათს ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ამ მიმართულებითაც მიიღონ მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S