Accentnews.ge
"ახალი 3 ინფიცირებული რომელი კლასტერიდანაა ჯერ–ჯერობით არ ვიცით"

"ახალი 3 ინფიცირებული რომელი კლასტერიდანაა ჯერ–ჯერობით არ ვიცით"

20/03/2020 07:05:04 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, ახალი 3 ინფიცირებული რომელი კლასტერიდანაა ჯერ–ჯერობით არ იციან.

მარინა ენდელაძის თქმით, ახალი ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებულები.

„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. მათი ეპიდანამნეზს ვერ გეტვით ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის და ახალი შემთხვევაა თუ არა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომაროება სტაბილურია. არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ყველა, მათ შორის ინფიცირებული არასრულწლოვანები სტაბილურად არიან”, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S