საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
20/03/2020 06:31:57 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.


