Accentnews.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20/03/2020 06:22:08 საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 6 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, დღეს საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ სამი პირი შეიყვანეს. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

პაციენტებს ანალიზებს დღეს აუღებენ, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S