ექიმი მიშა ხუჯაძე კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობს
19/03/2020 17:51:31 საზოგადოება
ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე „კოვიდ–19“–ის ახალ სიმპტმრბზე საუბრობს. მისი თქმით, ექიმებისგან, რომლებსაც ვირუსთან გამკლავება უწევთ, ახალ რეკომენდაციები მოდის.
„ეს არის სხვადასხვა ქვეყნებდან ჩემი კოლეგების მიერ დაფიქსირებული და შემდეგ ერთმანეთისთვის გადაცემული ახალი ამბები: აქამდე იყო [სიმპტომები] დიარეა, ყელის ტკივილი, ხველა, სიცხე, ამას დაემატა ყნოსვის და გემოს დაკარგვა სურდოს დროს (სიცხის გარეშე). თუ ყნოსვა და გემო დაკარგეთ, ეს უკვე ცუდის ნიშანია და აუცილებლად უნდა აცნობოთ ინფექციონისტს, რომ თქვენ ეს გაქვთ.
რაც შეეხება ასაკოვან ადამიანებს, საყურადღებოა წონასწორობის უეცარი დაკარგვა (რაც პაციენტს ადრე არ ჰქონდა), ცხელება და შემდეგ ჰიპოთერმია (35 და რაღაცა და შემდეგ 38–მდე ასვლა), სისხლის ფორმულის შეცვლა. – ახალ–ახალი რაღაცეები ჩნდება და ექიმები გვიზიარებენ“,– განაცხადა ექიმმა „ტვ პირველის“ ეთერში.


