Accentnews.ge
"არავინ იცის კორონავირუსის გავრცელების პიკი როდის იქნება"

"არავინ იცის კორონავირუსის გავრცელების პიკი როდის იქნება"

19/03/2020 14:11:22 საზოგადოება

არავინ იცის კორონავირუსის გავრცელების პიკი როდის იქნება. ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება ცნობილი არ არის, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობა პერეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს თებერვალ-მარტში აღწევს და აპრილიდან ის მილევადი ხდება, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღა. ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი და თუ კორონავიურსმა სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნა და ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. შესაძლოა, ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში ივლისში და ა.შ.“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S