Accentnews.ge
EUMM: "COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ყველა მოთხოვნას ვასრულებთ"

EUMM: "COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ყველა მოთხოვნას ვასრულებთ"

19/03/2020 12:51:30 საზოგადოება

მიუხედავად თავისი საპატრულო მოვალეობის შესრულებისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) COVID-19-თან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს იყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისიის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

„ჩვენ ვასრულებთ საქართველოს ხელისუფლების COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას.

ჩვენ ვამცირებთ საზოგადოებრივ აქტივობებს და პირისპირ შეხვედრებს რესპონდენტებთან. მათ მაგივრად ვიყენებთ ბინოკლებს და აეროსტატზე დამაგრებული კამერების მსგავს ტექნიკურ საშუალებებს ჩვენი სადამკვირვებლო მოვალეობების შესასრულებლად“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S