Accentnews.ge
ტიკარაძე: „მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რადგან 2000–მდე მოქალაქე კარანტინში ან თვითიზოლაციაშია“

ტიკარაძე: „მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რადგან 2000–მდე მოქალაქე კარანტინში ან თვითიზოლაციაშია“

19/03/2020 11:43:11 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, რადგან „საქართველოს 2000-მდე მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაშია“.

მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიფრთხლე და მობილიზება საჭიროა.

„აუცილებელია ყველა რეკომენდაციას მივდიოთ და მკაცრად შევასრულოთ –დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა ჩვენც სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმებს.

პროგნოზი [ინფიცირებულების ზრდის] ეფუძნება პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ამ ეტაპზე რისკი მომატებულია ევროპაში საგანგაშოდ, არის საქართველში, იმყოფება საკარანტინო და საიზოლაციო ზონებში, თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეებში, რა თქმა უნდა, ველოდებით რიცხვის ზრდას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის, რისთვისაც გვინდა ვიყოთ სრულიად მობილიზებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S