Accentnews.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში წარმოებული ნიღბების მოხმარების წესს განმარტავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში წარმოებული ნიღბების მოხმარების წესს განმარტავს

19/03/2020 11:15:33 საზოგადოება

სამედიცინო პირბადეები, რომლებიც კომპანია „აჭარა ტექსტილში“ იკერება, უსაფრთხო და მრავალჯერადი გამოყენებისაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა გელა მგელაძემ განაცხადა.

„ეს პირბადეები, ნიღბები დამზადებულია დოლბანდის 12 შრისგან, ანუ მისი ეფექტიანობა ამ შრეების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ამიტომაც ნიღბებთან დაკავშირებით დაწესებულ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ამასთანავე მისი გამოყენება რამდენჯერმე შეიძლება, კერძოდ სარეცხი საშუალებით ცხელ წყალში გარეცხვა, შემდეგ ცხელი უთოთი დაუთოვება. სამ საათში ერთხელ უნდა მოხდეს პირბადის გამოცვლა“, – განაცხადა გელა მგელაძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, „აჭარა ტექსტილის“ საწარმოც აკმაყოფილებს სტანდარტებს:

„დამონტაჟებულია თერმოსკანერები, ყოველდღიურად ხდება პერსონალის შემოწმება, ასევე პერსონალი მუშაობს ნიღბებითა და ხელთათმნებით. აქ ინფექციის გადაცემის საფრთხე არ არის“, – განაცხადა გელა მგელაძემ.

„აჭარა ტექსტილი“ პირბადეების პირველ პარტიას დღეს გამოუშვებს. 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S