ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
19/03/2020 09:13:18 საზოგადოება
ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე. 74 წლის ქალბატონი, რომელიც ქრონიკური დაავადებებით იყო დაავადებული. ჩვენ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. ჩვენი დიპლომატიური სამსახური მათ ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში ეხმარება“,– განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, საქართველოს საკონსულოები 24–საათიან რეჟიმში მუშაობენ და შექმნილია ცხელი ხაზი.


