Accentnews.ge
„საგანგებო ვითარება თუ ახლა შემოვიღეთ, შესაძლოა, ვადა ერთი თვე იყოს და ეს მძიმე იქნება“

„საგანგებო ვითარება თუ ახლა შემოვიღეთ, შესაძლოა, ვადა ერთი თვე იყოს და ეს მძიმე იქნება“

19/03/2020 07:15:07 პოლიტიკა, საზოგადოება

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები, რათა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო არ გახდეს.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა ეკონომიკურ ცხოვრებაზე მძიმედ აისახება.

„ახლაკიდევ უფრო საყურადღებო ფაზაში შევდივართ, როცა ჩვენ დაუდგენელი გავრცელების შემთხვევები გვექნება. ამის კონტროლი რთულია. აქ მნიშვნელოვანია სოციალური სიმჭიდროვის გაშლა და მოქალაქოებრივი პასუხსიმგებლობა. რაც ამ ეტაპზე არ მომწონს, ეს გარკვეული სოციალური ჯგუფების დამოკიდებულებაა, რომ ისინი გარკვეულწილად არასერიოზულად უყურებენ. მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები.

საგანგებო ვითარება თუკი ახლა შემოვიღეთ (თუ საჭიროება დადგა, შემოიღებთ) შესაძლოა, მისი გაგრძელების ვადა დაახლოებით ერთი თვე იყოს. ეს სოციალურ–ეკონომიკური ვითარებისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და მოსახლობასაც ვთხოვ, ხელი შეგვიწყოს“,– განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 40 შემხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S