საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40–მდე გაიზარდა
19/03/2020 06:31:08 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40–მდე გაიზარდა,– ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდი stopcov.ge იუწყება.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1344 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.
საქართველოში ინფიცირებულ პირთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია და სახლში აგრძელებს ორკვირიან თვითიზოლაციას.


