"მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაწყება გარდაუვალია"
18/03/2020 19:08:08 საზოგადოება
მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაწყება გარდაუვალია, ასე მოხდა ყველა ქვეყანაში, ეს დროის ამბავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანებს შორის ურთიერთობა ვერ აიკრძალება, გადაცემებიც ამიტომაა გარდაუვალი.
„ის ღონისძიებები, რომლებიც ეხლა ხორციელდება, გათვლილია მოსახლეობაში მეოთხეული მეხუთეული გადაცემების მიმართ. ყველას, ვისაც კრიტიკული სიმპტომები ექნება, ასევე სურვილის მიხედვით ტესტირება ჩაუტარდება. ჩვენი სურვილია, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი რაც შეიძლება მცირე იყოს“ - განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი – გამოჯანმრთელების. სადღეისოდ ინფიცირებული პირების კონტაქტები დადგენილია.


