Accentnews.ge
იმნაძე: „იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“

იმნაძე: „იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“

18/03/2020 16:36:07 საზოგადოება

დაავადებათა კონროლის ცენტრის ხელმძრვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედს იტოვებს, რომ საპატრიარქო ხვალ ახალი ტიპის კორონავირუსით შექმნილ გამოწვევასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ინტენსიური შეხვედები გვაქვს [საპატრიარქოში], ბატონ ამირანს ჰქონდა შეხვედრა, ჩვენი თანამშრომლებიც იმყოფებოდენ არა მხოლოდ საპატრიარქოში, არამედ რამდენიმე ეპარქიაში. იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო შესაბამის გადაწყყვეტლებას მიიღებს და სიტუაციისდა მიხედვით იმოქმედებს, ისევე როგორც სხვა სფეროებში სიტუაციისდა მიხედვით შეცვალეს რაღაცეები“,– განაცხადა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ხვალ წმინდა სინოდი იკრიბება. ცნობილია, რომ ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ახალი ტიპის კორონავირუსი იქნება. სპეციალისტები საპატრიარქოს ზიარების ფორმის შეცვლას ურჩევენ. რამდენადაც წინასწარაა ცნობილი, ამ მიმართულებით სასულიერო პირების მოსაზრებები ორად იყოფა, თუმცა გადაწყვეტილება სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ქვეყანაში ვიტარება ამ ეტაპზე კონტროლირებადია, თუმცა ახლო მომავალში ე.წ. მეოთხეული გადაცემის დაფიქსირებას ელოდებიან, რაც გულისხმობს მდგომარეობას, როცა ინფიცირების წყაროს მიკვლევა შეუძლებელი ხდება.

ქვეყანაში უკვე მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები, მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S