Accentnews.ge
პაატა იმნაძე: „ამ დროისთვის ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია“

პაატა იმნაძე: „ამ დროისთვის ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია“

18/03/2020 16:16:59 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებთ, ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის კუთხით ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია.

„ამ დროისთვის ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია. ყველა ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იყო მეთვალყურეობის ქვეშ“,– განაცხადა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ ახალი პაციენტები უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები იყვნენ.

„ჯერ–ჯერობით ხერხდება, რომ ქვეყანაში მატება იყოს ერთეული და არა ათეულობით. აქამდე იყო შეკავების ეტაპი. პრემიერმაც თქვა, რომ ჩვენ ნელ–ნელა გარცელების შენელების ეტაპზე გადავდივართ“,– ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, საქართველო წინმსწრები ნაბჯებით აკეთებს ყველაფერს:

„არ შემიძლია კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ ჩვენი ცენტრიდან გაჟღერებული ყველა რეკომენდაცია მომენტალურად ჰპოვებს ხოლმე ასახვას მთავრობის ქმედებებში“.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

"37 პაციენტიდან 2 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. რამოდენიმე პაციენტი არის პრობლემური, რადგან ისინი ასაკიანები არიან და თანმხლები დაავადებები აქვთ. ინფიცირებულებიდან 11 პაციენტს პნევმონია აქვს. რამოდენიმე პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ვისაც პნევმონია აქვს, დანარჩენების არის მსუბუქი. რაც შეეხება ინფიცირებულ არასრულწლოვანებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არა, მაგრამ მსუბუქია და დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S