„37 ინფიცირებულიდან 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“
18/03/2020 15:46:39 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტიდან 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 30 პაციენტი წევს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, 7 სხვადასხვა კლინიკებში და ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. 37 პაციენტიდან 2 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. რამოდენიმე პაციენტი არის პრობლემური, რადგან ისინი ასაკიანები არიან და თანმხლები დაავადებები აქვთ. ინფიცირებულებიდან 11 პაციენტს პნევმონია აქვს. რამოდენიმე პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ვისაც პნევმონია აქვს, დანარჩენების არის მსუბუქი. რაც შეეხება ინფიცირებულ არასრულწლოვანებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არა, მაგრამ მსუბუქია და დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, გვიან ღამე 12 პაციენტის ანალიზების პასუხები გახდება ცნობილი.


