„ველით, რომ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება"
18/03/2020 14:45:06 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან ამყრელიძის პროგნოზით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს და მაღალი ალბათობით, კვირის ბოლოსთვის, ან მომავალ კვირაში დაფიქსირდება ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის ფაქტებიც.
„ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება, ალბათ, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება“, - განუცხადა „რუსთავი 2“–ს გამყრელიძემ.
ცნობისთვის: ჯანდაცვიის მინისტრის თქმით, საქართველო კვირის ბოლოსთვის მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების აგრესიული ტესტირების პროცესი დაიწყოს.
რაც შეეხება მეოთხეულ გადაცემებს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც პაციენტის ინფიცირების წყარო ვერ ზუსტდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული.


