Accentnews.ge
აშშ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აქტივობებს დააფინანსებს

აშშ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აქტივობებს დააფინანსებს

18/03/2020 13:38:19 საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის საელჩო COVID-19-თან საბრძოლველად საგრანტო კონკურსს აცხადებს. როგორც საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქ"-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში და USAID/Georgia-ს მეშვეობით ვაცხადებთ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას სახელწოდებით ACT NOW".

პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც: მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე;აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს;ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად;მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ.

გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა და გაიწერება 3-დან 7 დღის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/ACTNOWUSAID

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S