Accentnews.ge
„ჩემი ოჯახი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ ფონდებში 100 000 ლარის პირველ კონტრიბუციას გააკეთებს“

„ჩემი ოჯახი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ ფონდებში 100 000 ლარის პირველ კონტრიბუციას გააკეთებს“

18/03/2020 13:27:18 საზოგადოება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შექმნილი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი ფინანსური წვლილის შეტანას გეგმავს და იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს საკუთარ მეგობრებსა და ყოფილ ბიზნესპარტნიორებს.

როგორც ხაზარაძე ამბობს, „ახლა ერთიანობის დროა“.

„ექიმებისგან სამოქალაქო გმირობის მაგალითებს უკვე ვხედავთ, ვხედავთ სამოქალაქო თვითორგანიზებას, – ეს მისაბაძი და მხარდასაჭერია. ახალგაზრდა ადამიანებმა შექმნეს ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნავენ. Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელიც ახდენს მოხალისეების მობილიზებას, მუშაობს ვებ–გვერდი, რომელიც იმ მოსწავლეებს ეხმარება, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და დისტანციურ გაკვეთილებს ვერ იღებენ, ბიზნეს-ომბუდსმენთან იქმნება საკოორდინაციო პლატფორმა. ყველა ასეთი ინიციატივა მისაბაძია, ვუერთდები და მივესალმები. მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე დაყადაღებული მაქვს პირადი ანგარიშები, ჩემი ოჯახი 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას გააკეთებს მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში“,– განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S