გაბუნია: „შიდა გადაცემაზე საუბრის საფუძველი ჯერ არ გვაქვს“
18/03/2020 12:18:19 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტის ყველა კონტაქტი დადგენილია და არ გვაქვს საფუძველი, შიდა გადაცემებზე ვისაუბროთ.
„ჯერ არ გავაქვს საფუძველი, შიდა გადაცემაზე ვისაუბროთ, თუმცა არის მზაობა იმისთვის, რომ დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ ვერ მოვახდენთ დადგენას, ვინ იყო წყარო. შემდეგ მოსახლეობაში გავრცელების მეტ შანსებზე უნდა ვისაუბროთ“,–განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი რიპის კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგა ერთი პაციენტი გამჯანმრთელდა.


