Accentnews.ge
ენერგოომბუდსმენი –კომუნალურ გადასახადებზე: „შესაძლოა, გეგმის შემუშავება საჭირო გახდეს“

ენერგოომბუდსმენი –კომუნალურ გადასახადებზე: „შესაძლოა, გეგმის შემუშავება საჭირო გახდეს“

18/03/2020 10:06:22 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსთავ დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები წესდება, მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, რიგი კომპანიები და საჯარო სამსახურები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადიან და ამ ვითარებაში არის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზრდება, გაიზრდება იმუშევდობის დონეც. „აქცენტი“ დაინტერესდა, ამ მიმართულებით რაიმე სახის ქმედებები იგეგმება თუ არა.

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოქალაქეების კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლების გეგმის შემუშავება არ დაწყებულა:

„ჩემი ინფორმაციით, მოქალაქეების კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლების გეგმის შემუშავება არ დაწყებულა. არც შესაბამისი მოთხოვნა ყოფილა.

შესაძლოა, ამ მიმართულებით გეგმის შემუშავება საჭირო გახდეს, რადგან ყოველდღიურად იცვლება ვითარება. მოგეხსენებათ, მსგავსი პოლიტიკის გატარება ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და თუ ასეთი პოლიტიკა იქნება, ინიციატივაც მათგან წამოვა. დარწმუნებული ვარ, პროცესში ჩართულნი ჩვენც ვიქნებით“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ენერგოომბუდსმენთან ინდივიდუალური და ჯგუფური განცხადებები არ დაფიქსირებულა.

ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ სადღეისოდ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტია შეზღუდული და არა მიღება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ვარდიაშვილი კომპანიებს მოუწოდებს, მიმდინარე დავალიანების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ნუ გამოიჩენენ სიმკაცრეს:

„ჩემი მოწოდება იყო და არის, რომ კომპანიებმა მაქსიმალურად შეზღუდონ პროფილაქტიკური გეგმიური სამუშაოები, რაც სისტემის მოშლას არ გამოიწვევს და მომხმარებლებს და კომპანიას ზიანს არ მიაყენებს. ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია – მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში არსებულ უბნებს ეხებიან.

ასევეა მოწოდება, რომ თავად კომპანიებიც დისტანციური მომსახურეობის რეჟიმზე გადავიდნენ; გადადგან შემხვედრი ნაბიჯები და იყვნენ ლმობიერები გათიშვებთან დაკავშირებით. თუ ვინმეს გადასახადების გადახდა დააგვიანდება, ნუ იქნება ისეთი სიმკაცრე, როგორც არის ხოლმე. იქნება თუ არა ეს უკანასკნელი გათვალისწინებული, გამოჩნდება“.

შეგახსენებთ, რომ ბანკებმა მსესხებლებს საბანკო ვალდებულების შესრულება სამი თვით გადაუვადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S