Accentnews.ge
გორისა და საჩხერის საავადმყოფოებში მყოფ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გორისა და საჩხერის საავადმყოფოებში მყოფ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18/03/2020 07:55:28 საზოგადოება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ 4 პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის დავით ბარლიანის განცხადებით, დღეს კვლევისთვის ექვსი პირის ანალიზი გაიგზავნება.

რაც შეეხება საჩხერეს, სამედიცინო ცენტრში მყოფ 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S