ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
18/03/2020 07:16:18 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ რვა პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სომპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტებიჯერ–ჯერობით არ შემოუყვანიათ, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გამო რამდენიმე მოქალაქეს გადმოიყვანენ. მათ დღის მანძილზე აუღებენ შესაბამის ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან. ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი", – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


