Accentnews.ge
ეზუგბაია: "კორონავირუსით ინფიცირებული არასრუწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია"

ეზუგბაია: "კორონავირუსით ინფიცირებული არასრუწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია"

18/03/2020 07:24:44 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრუწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, არასრულწლოვნებში დაავადებით პროგრესირება არ შეინიშნება.

„გყავს ოთხი ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, ითვლება თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, ეზუგბაია პასუხობს:

„ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცესი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც არის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S