Accentnews.ge
„ეჭვი მეპარება, სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა 26 აპრილამდე შევძლოთ“

„ეჭვი მეპარება, სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა 26 აპრილამდე შევძლოთ“

17/03/2020 18:52:12 საზოგადოება

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ეჭვობს, რომ სასწავლო პროცესის განახლება 26 აპრილამდე შესაძლებელი გახდეს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“–ის ეთერში ისაუბრა.

როგორც მინისტრი ამბობს, განათლების სამინიშტრო ამუშავებს გეგმას, როგორც მოხდეს დანაკლისის შევსება.

„განათლების სამინისტროს პოზიციაა, რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე თუ არ განახლდა, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. განათლების სამინისტროს მიცემული აქვს დავალება, უახლოეს დღეებში წარმოადგენოს გეგმა. ეჭვი მეპრება, 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის აღდგენა სრულად შევძლოთ, თუმცა გარკვეული იმედი მაინც რჩება.

დანაკლისი როგორ აღსდგეს, ეს გეგმა უნდა შეიმუშაოს სამინისტრომ. ყველა სკოლა არაა მზად, ბავშვებს სრულფასოვანი განთლება დისტანციურად მისცეს და ეს ფაქტია. ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ინტერნეტთან წვდომაა პრობლემა.

26 აპრილამდე თუ შევძელით სასწავლო პროცესის აღდგენა, ერთი სცენარი გვაქვს, მეორე სცენარი, თუ ვერ შევძელით აღდგენა, სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს“,– განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდეა გახანგრძლივებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S