მარინა ეზუგბაია: "მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო"
17/03/2020 16:12:40 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირების მკვეთრი წყარო მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ შიდა გავრცელებაზე საუბარი არ არის. მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო. დანარჩენების შემთხვევებში ინფიცირების წყარო, მოგზაურობის ისტორია ან ასეთ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირები ცნობილია", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.


