Accentnews.ge
"კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება"

"კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება"

17/03/2020 15:55:06 საზოგადოება

"ახალი ტიპის კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში 11 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს.

„ინფექციურ საავადმყოფოში წევს 46 პაციენტი, მათგან 28 ინფიცირებულია. დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შეგვმატებია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში კიდევ 11 პაციენტის ტესტია გაგზავნილი, რომლის პასუხებიც მოგვიანებით იქნება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S