Accentnews.ge
თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები იცვლება

თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები იცვლება

17/03/2020 11:28:57 საზოგადოება

თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები იცვლება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა:

„საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S