Accentnews.ge
ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

17/03/2020 08:50:05 საზოგადოება

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების, იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მენეჯმენტი და მიდგომები პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს გადასვლა არის ძალზე მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და პირველ რიგში, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. [...] საბჭომ დღეს მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის უახლოეს პერიოდში, ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S