ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
17/03/2020 06:54:05 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 5 პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციეტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება.
"კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სომპტომებით კლინიკაში გამთენიისას მიიყვანეს ექვსი ახალი პაციენტი, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მათ შესაბამის ანალიზებს დღესვე აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან", – განაცხადა ნადირაძემ.
ბოლო მანაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.


