Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

17/03/2020 06:44:19 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დროისთვის კლინიკაში 45 პაციენტია. მათგან 29 არის დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 15 პაციენტიდან 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენ პაციენტებში, საბედნიეროდ, სტაბილური ვითარებაა:

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით მაინც ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. მას დღეს კიდევ განმეორებით ჩაუტარდება დამადასტურებელი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია უკვე მეორე, მესამე დღეა, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ დაავადების პროგრესირება ალბათ არ მოხდება. რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ჩვენთან ყოფნის 12-13 დღე, შეიძლება ვილაპარაკოთ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ ალბათ გაუმჯობესებაზე. დანარჩენ პაციენტებში ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია, შეფასებით ნაწილში ლაბორატორიულად რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება, გამოხატული კლინიკაც არ პროგრესირებს და დიდი ალბათობით, დინამიკაში სიტუაცია უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი“.

ბოლო მანაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S