დღე–ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა
17/03/2020 06:31:20 საზოგადოება
დღე–ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უკანასკნელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით 51 ადამიანია ინფიცირებული.
შეგახსენებთ, გუშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. 32 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


