Accentnews.ge
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16/03/2020 12:39:45 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ იგი "მსჯავრდებული დეკანოზის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის სხვა სახით შეღავათის მიცემას ემხრობა".

„გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”.

ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S