Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან"

"კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან"

16/03/2020 07:45:15 საზოგადოება

"ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიან ეზუგბაიამ განაცხადა.

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია. 28 პაციენტი არის ჩვენთან და თუ არ ვცდები, ხუთი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, რესტორანმა „მთვრალი ალუბალი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომელიც მათთან ყოველდღე დადიოდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S