Accentnews.ge
"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 28 ინფიცირებულიდან ოთხს მძიმე პნევმონია აღენიშნება"

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 28 ინფიცირებულიდან ოთხს მძიმე პნევმონია აღენიშნება"

16/03/2020 06:54:03 საზოგადოება

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 28 ინფიცირებულიდან ოთხს მძიმე პნევმონია აღენიშნება", – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 28 კორონავირუსით არის ინფიცირებული. 8 ინფიცირებულს პნევმონია აქვს, აქედან ოთხს მძიმე ფორმა აღენიშნება, თუმცა სტაბილური სიტუაციაა და ვიმედოვნებთ, პროგრესი არ იქნება და გამოჯანმრთელებისკენ წავალთ. დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", – განაცხადა ეზუგბაიამ.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S