Accentnews.ge
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება

16/03/2020 06:44:37 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს ალბათ დატოვებს საავადმყოფოს. დღის განმავლობაში კიდევ შეფასდება მისი მდგომარეობა. სავარაუდოდ, ის დატოვებს კლინიკას, მაგრამ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში იქნება. მეორე პაციენტი, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და ალბათ, დღის ბოლოსკენ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერვაძე მოგახსენებთ ჩატარებული ტესტირების პასუხს. ვიმედოვნებთ, რომ იქაც, ალბათ, პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S