Accentnews.ge
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი 11 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი 11 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

16/03/2020 06:12:25 საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 11 პაციენტიდან ახალი ტიპის კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება, მათი ნაწილი კი, სახლში გაეწერება.

მისივე ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღეს საავადმყოფოში საქართველოს ერთი მოქალაქე შეიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. მას ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯებს დღეს აუღებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S