Accentnews.ge
საქართველომ გაგზავნა მოთხოვნა პრეპარატზე, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენონ

საქართველომ გაგზავნა მოთხოვნა პრეპარატზე, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენონ

15/03/2020 19:30:10 საზოგადოება

საქართველომ გაგზავნა მოთხოვნა პრეპარატზე, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენონ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ შესაძლოა, კომპანია “გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატი „remdesivir“, (რომელიც ამჟამად კლინიკური ტესტირების მე-3 ეტაპს გადის) მანამდე მიიღოს, სანამ მას გაყიდვაში ოფიციალურად ჩაუშვებენ.

„ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ახლოს არის ოფიციალურ აღიარებასთან, არის „remdesivir“, რომელსაც აშშ–ში სწავლობენ. იგი „ებოლას“ ვირუსის სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა იქ არ იმუშავა, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევაში მგონი, მუშაობს. ამერიკის ჯანდაცვის ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი ჩვენი პარტნიორია და მისგან ვიცით, რომ შესაძლოა, ეს მედიკამენტი რეკომენდებული იყოს ახლო მომავალში. ჩვენც გავაგზავნეთ უკვე თხოვნა, რომ სანამ რეკომენდებული არაა და გაყიდვაში არ არის, შესაძლოა, გამონაკლისის სახით მოგვაწოდონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5500 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S