Accentnews.ge
"3-ივე ახალი ინფიცირებული კონტაქტში იყო უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მეოთხეული შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა"

"3-ივე ახალი ინფიცირებული კონტაქტში იყო უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მეოთხეული შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა"

15/03/2020 16:00:52 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენდირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამი პირი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, კონტაქტში იყვნენ უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერ–ჯერობით მეოთხეული შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა.

„33 ინფიცირებულია. გუშინ იყო 30 და დაემატა 3. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. 3-ივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და ღონისძიებების გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ 3-ივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი. არ ვიცი, ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. ამ 3 პაციენტს არაფერი კავშირი არ აქვს იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, 3–ივე პირს, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ და ეს დაავადება დამოუკიდებლად შეიძინეს, მათი კონტაქტები ახლა დგინდება.

„ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სერიოზული, ორის დამაკმაყოფილებელი", – დასძინა მან.

ცერცვაძის განცხადებით, დღეს ღამით კიდევ 9 პაციენტის ანალიზების შედეგი გახდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S