საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა
15/03/2020 15:23:37 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გევრდი stopcov.ge ავრცელებს.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.
ცნობისთვის: ამ დრომდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


