17 მარტს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ
15/03/2020 10:00:43 საზოგადოება
17 მარტს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ. არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის შესაბამისი ბრძანება გააცნო.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყოველდღიურად მრევლმა დღეში სამჯერ კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს.
"ლოცვები "მამაო ჩვენო" , "ღვთისმშობელო ქალწულო" და "მოწყალებისა კარი განგვიღე" ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით -"ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა". ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე თითოეული ჩვენგანის მიერ თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე, რომელი ქუჩებიც აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს სამღვდელოების მიერ ქალაქის სხვადასხვა ქუჩები იკურთხება",- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.


