“კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ“
15/03/2020 06:40:41 საზოგადოება
"კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ" - ამის შესახებ კურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი, 21 მათგანს გუშინ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ 15-ის პასუხი, ყველა ნეგატიური. დანარჩენების, მათ შორის პირველ დაინფიცირებული პაციენტის პასუხს დღის მეორე ნახევარში ველოდებით. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ინფიცირებულს, რომლის ისტორიაც ასევე ირანში მოგზაურობას უკავშირდება, პირველადად უარყოფითი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა განკურნებულად ის მხოლოდ ზედიზედ ორჯერ მიღებული ნეგატიური პასუხის შემდეგ ჩაითვლება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. 30 ინფიცირებული პაციენტიდან 27 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


