Accentnews.ge
„5–ივე ახალი ინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“

„5–ივე ახალი ინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“

14/03/2020 15:40:09 საზოგადოება

„5–ივე ახალი ინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. 5–ივე პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან მათ კონტაქტი ჰქონდათ ერთ–ერთ დადასტურებულ შემთხვევასთან. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ისინი სხვადასხვა ასაკის არიან. მხოლოდ ორ პაცინეტს აქვს ტემპერატურა 37,2. დანარჩენ პაციენტებთან ვირუსი ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული. კონტაქტირებული პაციენტები იყვნენ, იზოლირებულნი იყვნენ და მათზე მიდიოდა დაკვირვება. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით ამ ორ პირთან, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მეთვალყურეობს თვითიზოლაციაში მყოფ კონტაქტირებულ პირებს, თვითონაც კონტაქტში არიან და მეთვალყურე პატრონაჟი ეპიდემიოლოგი ჰყავთ, რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია ასეთ პაციენტებთან. სადღეისოდ ჩვენთან მკურნალობს 27 დადასტურებული პირი, მათგან 4 პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღეს ანალიზები 22 პაციენტს აუღეს და პასუხები სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. 30 ინფიცირებული პაციენტიდან 27 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S