სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება
14/03/2020 14:03:58 საზოგადოება
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
"აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები" - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.


