Accentnews.ge
"თუ დამსაქმებლები განაგრძობენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, პირადად დავარღვევ ყველაფერს და მათ დავასახელებ"

"თუ დამსაქმებლები განაგრძობენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, პირადად დავარღვევ ყველაფერს და მათ დავასახელებ"

14/03/2020 12:23:28 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ზოგიერთი დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას სთხოვს.

როგორც იმნაძე ამბობს, თუ დამსაქმებლები მსგავს ქმედებებს განაგრძობენ, მათი ვინაობა განსაჯაროვდება:

„მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, "გამოდი სამსახურშიო". რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ თვითიოზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, პირადად მე დავარღვევ ყველაფერს და ასეთ დამსაქმებლებს დავასახელებ“, - განაცხადა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S