Accentnews.ge
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა

14/03/2020 10:11:12 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა,– ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, გვაქვს ორი ირანთან დაკავშირებული შემთხვევა, ერთი ესპანეთთან, 12 უკავშირდება იტალიაში მოგზაურობას, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთა კონტაქტს და "გვაქვს ე.წ. "მესამეული გადაცემა", ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი".

"მსუბუქი სიმპტომებია და მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როდესაც მესამეული და მეუთხეული გადაცემა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყნის შიგნით შემთხვევები გვაქვს",– განაცხადა ახალ დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამყრელიძემ.

მან მოქალაქეებს თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვისკენ მოუწოდა. .

"შემთხვევების ზრდა გვექნება. საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია. 145 ქვეყანაში, გარდა ჩნეთისა, ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შემთხვევები. სიტუაცია ქვეყანაში სრულად კონტროლირებადია. ყველა შემთხვევის დროული დიაგნოსტიკა მიდის. დიახ, მესამეული გადაცემა გვაქვს. ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი სოლიდარობა",– განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 30 შემთხვევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს.

"საგანგებო მდგომარეობა იმისდა მიხედვით ცხადდება, როდესაც ხდება ძალიან მრავალი ფაქტორის ანალიზი და შემდეგ გადაწყვეტილებას უმაღლესი ხელისუფლება იღებს",– დასძინა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S