Accentnews.ge
გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს

გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს

13/03/2020 12:43:12 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მოქლაქეებს მიმართავს.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ უბრალოდ: ხშირად დავიბანოთ ხელი! მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს! არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ! არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს! რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები! ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს, ჩვენს ბავშვებს, ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, - მოუწოდა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S